მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს ქვეყნიდან $876 მილიონის სასმელები გავიდა - სპირტიანი სასმელების ექსპორტი 47%-ით გაიზარდა

სასმელი

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, გასულ წელს 47%-იანი (92,7 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25%-იანი (32,2 მლნ აშშ დოლარი) - მინერალური და მტკნარი წყლების, 27%-იანი (30 მლნ აშშ დოლარი) - უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და 7%-იანი (17 მლნ აშშ დოლარი) - ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში.

უფრო დეტალურად, 2024 წელს:

  • სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 288,6 მლნ აშშ დოლარი, მოცულობამ კი, 47,9 მლნ ლიტრი შეადგინა;
  • მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 163,8 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა - 254 მლნ ლიტრი;
  • ღვინის ექსპორტის ღირებულება - 276 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა - 94.7 მლნ ლიტრი;
  • უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება - 139,1 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა კი, 150 მლნ ლიტრი იყო.

ამასთან, უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და ლიტრზე 0.93 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები