მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს საბანკო სექტორის 10-15%-ით ზრდას უნდა ველოდოთ - ალექსანდრე ძნელაძე

ალეკო ძნელაძე

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საბანკო სექტორის 10-15%-ით ზრდა არის მოსალოდნელი - ამის შესახებ ძნელაძემ გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბანკების საკრედიტო პორტფელი ჯანსაღია, რაზეც ვადაგადაცილებული სესხების არსებული სტატისტიკაც მეტყველებს.

“10-15%-ის ფარგლებში უნდა ველოდოთ საბანკო სექტორის ზრდას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ დაბალია პრობლემური და ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა და რეზერვი. როგორც პანდემიის შემდეგ, ასევე რეგიონში არსებული რისკების მიუხედავად რეაბილიტაცია და პრობლემების გადალახვა შეძლო ყველა ქვეყანამ,”- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომა 78.9 მილიარდი ლარია, მათ შორის ბანკების საკრედიტო პორტფელი 53.2 მილიარდისგან შედგება, ხოლო მთლიანი დეპოზიტები 52.1 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები