მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს სადაზღვევო ინდუსტრია 20%-ით გაიზარდა - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური

ირაკლი თუთარაშვილი

2024 წელს სადაზღვევო ინდუსტრია 20%-ით გაიზარდა - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" ისაუბრა.

"გასულ წელს მილიარდიანი იყო ინდუსტრია და ზრდა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო პროდუქტების ნაკლებობა გვაქვს დღეს ბაზარზე, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ინდუსტრია", - განაცხადა თუთარაშვილმა bm.ge-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სრული სტატისტიკა ჯერ გამოქვეყნებული არ არის, 9 თვეში კი, სადაზღვევო სექტორმა 983 მლნ ლარის მოცულობის პრემია მოიზიდა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილია სექტორის მომგებიანობაც და 9 თვეში მზღვეველების წმინდა მოგებამ 115 მლნ ლარი შეადგინა. მიუხედავად გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა, ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი BM.GE-სთან აცხადებდა, რომ ბაზრის ზრდა ძირითადად პოლისების გაძვირებაზე მოდის. ამასთან, სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო და დასავლეთისგან იზოლაცია სამომავლოდ ნეგატიურად სადაზღვევო ბაზარზეც აისახოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები