მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის დატვირთვა გაიზარდა - BP

გაზის მოპოვება

BP-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასიური მილსადენით (SCP) დღიურად გატარებული გაზის საშუალოდ მოცულობა 63 მლნ მ3-მდე გაიზარდა. გაზსადენი 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰდენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს.

მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ევროპისთვის 2020 წლის დეკემბერში.

შარშან საქართველოზე რეკორდული მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2024 წელს სამხრეთ კავკასიურ გაზსადენში [SCP] თითქმის 23 მილიარდმა მ³ გაზმა გაიარა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2023 წელს გატარებულ გაზის მოცულობა დაახლოებით 21.4 მილიარდი მ³ იყო.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელია, რომელიც წინა წლებში ჯამური მოხმარების დაახლოებით 80%-ს აკმაყოფილებს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის პარვიზ შაჰბაზოვის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 2.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა. ეს 2023 წლის მაჩვენებელს 100 მლნ მ³-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება ხარჯებს, BP-ის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში, გაზსადენის საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 81 მილიონ დოლარი იყო, ხოლო კაპიტალური დანახარჯი დაახლოებით 20 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები