მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა და BP-მ ენერგეტიკული თანამშრომლობა გააფართოვეს

აზერბაიჯანი და BP

აზერბაიჯანმა ბრიტანულ ენერგოკომპანია BP-თან სტრატეგიული პარტნიორობა ახალი მასშტაბური პროექტებით გააფართოვა. ამ თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ბაქოში, ორმხრივ სამთავრობო შეხვედრაზე გააჟღერა.

მინისტრის განმარტებით, მხარეთა შეთანხმება როგორც ტრადიციული წიაღისეულის მოპოვებას, ისე განახლებადი ენერგიის განვითარებას ითვალისწინებს.

შაჰბაზოვმა განსაკუთრებული ყურადღება „აზერი-ჩირაგ-გუნაშლის“ საბადოზე გაამახვილა, სადაც, მისი თქმით, გაზის მოპოვების დაწყება იგეგმება. ასევე მან ახსენა „შაჰ-დენიზის“ კომპრესიულ პროექტი, რომელიც მისი შეფასებით კიდევ უფრო გაფართოვდება.

სამომავლო პროექტების სიაში მინისტრმა ახსენა „შაფაგ-ასიმანის“, „ყარაბაღისა“ და „აშრაფი-დან ულდუზუ-აიპარას“ პერსპექტიული ინიციატივებიც, თუმცა მათ შესახებ დეტალურად არ უსაუბრია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარიგების ფარგლებში აზერბაიჯანისა და BP-ის ერთობლივი საქმიანობა კასპიის ზღვის აუზს გასცდება და მხარეები უზბეკეთის ტერიტორიაზეც დაიწყებენ აქტიურად თანამშრომლობას.

რაც შეეხება მწვანე ენერგეტიკასა და დეკარბონიზაციას, ორმხრივი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. შაჰბაზოვის განცხადებით, „შაფაგის“ მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალ წელს მოხერხდება.

ცნობისთვის, ბრიტანული კონცერნი BP-ი აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სექტორში ათწლეულებია საქმიანობს და კასპიის რეგიონის მთავარ პროექტებს მართავს. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს, რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები