მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stonepeak-მა Castrol-ის 65% შეისყიდა - საბჭოს სათავეში Shell-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩაუდგა

Stonepeak Castrol

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Stonepeak-მა ბრიტანული BP-სგან საპოხი მასალების მწარმოებელ Castrol-ში 65%-იანი წილის შესყიდვის პროცესი დაასრულა.

Stonepeak-ის განცხადებით, გარიგების დახურვასთან ერთად, Castrol-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ Shell-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და Clariant AG-ის მოქმედი თავმჯდომარე, ბენ ვან ბიურდენი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ახალ მმართველ ორგანოში თავმჯდომარის ჩათვლით ოთხი დამოუკიდებელი დირექტორი, Stonepeak-ის სამი წარმომადგენელი და BP-ის ორი წევრი შევიდნენ. კიდევ ერთი ადგილი კი კანადურ ფონდ CPP Investments-ს დაეთმო.

BP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აქტივის გასხვისების შედეგად მიღებულ $6 მილიარდს ვალის შესამცირებლად და ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად გამოიყენებს. BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მეგ ო'ნილმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება კომპანიას მნიშვნელოვან ფულად შემოსავალს მოუტანს და, ამავდროულად, Castrol-ის სამომავლო ზრდაში ღირებულ წილს შეუნარჩუნებს.

ცნობისთვის, BP-ი საპოხი მასალების მწარმოებელ ბრენდში საკონტროლო პაკეტის გასხვისებაზე გასულ წელს შეთანხმდა. ახალ ერთობლივ საწარმოში ბრიტანული კომპანია 35%-იან წილს შეინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები