მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს, საქართველომ $43,2 მლნ-ის სუნამო შეიძინა - სად ვყიდულობთ?

სუნამოები

საქართველოში სუნამოების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, ჯამში 43,2 მლნ დოლარის 1,208 ტონა სუნამო და ტუალეტის წყალი შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2023 წელს, ანალოგიურ პერიოდში 37,4 მლნ დოლარის 1,156 ტონა პროდუქტი ჰქონდა შეძენილი.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საქართველომ ეს პროდუქტი ყველაზე დიდი მოცულობით ჩინეთში შეიძინა, საიდანაც გასულ წელს, $2 მლნ-ის, 213 ტონა სუნამო და ტუალეტის წყალი შემოვიტანეთ.

სურნელოვანი პროდუქტის TOP-10 საიმპორტო ქვეყანა მოცულობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. ჩინეთი - $2 მლნ, 213 ტონა;
  2. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $2,6 მლნ, 180 ტონა;
  3. პოლონეთი - $2,5 მლნ, 173 ტონა;
  4. თურქეთი - $2,4 მლნ, 159 ტონა;
  5. საფრანგეთი - $13 მლნ, 159 ტონა;
  6. ესპანეთი - $4,9 მლნ, 101 ტონა;
  7. იტალია - $4,4 მლნ, 69 ტონა;
  8. რუსეთი -$494 ათასი, 32 ტონა;
  9. გაერთიანებული სამეფო - $ 1.2 მლნ, 27 ტონა;
  10. ბელგია - $ 4,1 მლნ, 16 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები