მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველომ რეკორდული, 1.4 მლნ ტონა ცემენტი იყიდა - საიმპორტო ბაზრები

ცემენტი

საქართველოში ცემენტის იმპორტი მზარდია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში 1 353 822 ტონა ცემენტი შემოვიდა (წლიურად 31.5%-ით მეტი), რისი ღირებულებაც 98.1 მლნ დოლარი იყო (წლიურად 33.8%-ით მეტი).

აღსანიშნავია, რომ იმპორტმა 1 მლნ ტონას პირველად 2023 წელს გადააჭარბა, ხოლო 2024 წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

საქართველოში იმპორტირებული ცემენტის 63% აზერბაიჯანზე მოდის, რომლის შემდეგაც უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია - იმპორტში 37%-იანი წილით.

ძირითადი საიმპორტო პარტნიორების ჩამონათვალი ასეთია:

  • აზერბაიჯანი - 60.7 მლნ დოლარი/850 896 ტონა
  • თურქეთი - 37.3 მლნ დოლარი/ 502 754 ტონა
  • ჩინეთი - 88.7 ათასი დოლარი/135 ტონა
  • ირანი - 5 330 დოლარი/34 ტონა

უმნიშვნელო ოდენობის იმპორტი დაფიქსირდა ესპანეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები