მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის - 15 მილიონი ამანათი გამოიწერა

ამანათი გზავნილი Temu

2024 წელს საქართველოს მიერ უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობა გაორმაგდა და მან 15.1 მილიონს მიაღწია - ამის შესახებ BMG-ისთვის შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ამ ამანათების საერთო ღირებულება კი 1.4 მილიარდ ლარს აღემატებოდა, რაც 2023 წელს ამანათების სახით შემოსული საქონლის საერთო ღირებულებას 2.7-ჯერ აღემატებოდა.

ამანათების სტატისტიკის თანახმად, მათი 96%-ის, ანუ 14,527,305 ამანათის ღირებულება 300 ლარზე ნაკლები იყო, ამ ამანათების საერთო ღირებულება 693 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ერთი ამანათის საშუალო ფასი 47.7 ლარს შეადგენდა.

300 ლარზე ძვირად ღირებული ამანათების რაოდენობა კი 590,691 იყო, მათი ჯამური ფასი კი 747,130,131 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ამ სეგმენტში ერთი ამანათის საშუალო ღირებულება 1,265 ლარი იყო.

2024 წელს საქართველოში ამანათების რაოდენობის მატება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ქვეყანაში ჩინური ონლაინ ვაჭრობის გიგანტის Temu-ს ოპერაციების გააქტიურებასთან, რომელიც ულტრა ბიუჯეტური ამანათების სეგმენტში საქმიანობს. ასევე გააქტიურებულია გამოწერები Shien-იდან. ქართულ ბაზარზე ასევე აქტიურად არის წარმოდგენილი თურქული ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Trendyol-იც, ხოლო 2024 წელს საქართველოში შემოვიდნენ რუსული ოპერატორები Ozon-ი და Widlberries-ი, რომელთა სერვისებსაც ქვეყანაში შემოსული მიგრანტები იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები