მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 2 200 სატვირთო რეისი შესრულდა - საჰაერო გადაზიდვები გაიზარდა

ავიაცია

საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, 20.3%-ით გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის, ისე 43.6%-ით ტვირთბრუნვის მოცულობა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 26.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის საჰაერო ტვირთბრუნვას 33.6%-ით აღემატება. აქედან 86.7% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3% - გაგზავნილი.

საქართველოს აეროპორტებში 2.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

გასულ წელს, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 70 ერთეული საჰაერო ხომალდი (16.7%-ით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 78.6%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 21.4%-ს — სატვირთო.

სამგზავრო საჰაერო ხომალდების 76.4%-ს 50-ზე ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.9%-ს — 51-150 ადგილი, ხოლო 12.7% იყო 151-250 ან მეტი ადგილით.

2024 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 58 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.9 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები