2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი წლიურ ჭრილში 75.1%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 65.1%-ს შეადგენს. I კვარტალში ჯამურად საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.4%-ით მეტია.
იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.7% შეადგინა. გადაზიდვების ყველაზე მაღალი ზრდა ჩინეთში, აშშ-ში და თურქეთში დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქონელს, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ექსპორტს, რეიტინგში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის ექსპორტიც წელს რეკორდულად გაიზარდა. ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ძვირფასი მადნებისა და სპილენძის მადნების ადგილობრივი ექსპორტი.





























