მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირია, ჩინეთი, აშშ... - 9 თვეში ადგილობრივი საქონლის ექსპორტი $3.7 მილიარდამდე გაიზარდა

ადგილობრივი ვაჭრობა

9 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 60.3%-ით 3 მილიარდ 756 მილიონი დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის ვაჭრობის განახლებული მონაცემებით, ადგილობრივ ექსპორტს მთლიანი ექსპორტის 61% უკავია, რაც ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნია, რომ იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 6 მილიარდ 153 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 19.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტი წლის ამ პერიოდში ყველაზე მეტად სირიაში, ტოგოსა და ჩინეთში გაიზარდა. იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.

9 თვეში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ამასთან აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების ექსპორტი, შემცირდა ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები