მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ამერიკულ ნომრებზე პირდაპირი წვდომის აკრძალვას გეგმავს

აშშ და ჩინეთი

ამერიკის შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ამერიკულ სატელეფონო ნომრებზე პირდაპირი წვდომის აკრძალვას გეგმავს. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ცნობით, მარეგულირებელი ამ ინიციატივას კენჭს 19 ნოემბერს უყრის.

ახალი შეზღუდვა China Mobile-ს, China Telecom-ს, China Unicom-სა და რამდენიმე სხვა პროვაიდერებს შეეხება. როგორც ირკვევა, ეს ზომა უპირველეს ყოვლისა თაღლითური ავტომატური ზარების პრევენციას ისახავს მიზნად.

კომისიის თავმჯდომარე ბრენდან კარმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თაღლითებისა და უკანონო ზარების განმახორციელებლების წინააღმდეგ თავდაცვის ხაზს გააძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი ჩინური კომპანიებისთვის ამერიკულ ქსელებთან მიერთებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მონაცემთა ცენტრების ფუნქციონირების აკრძალვის შესაძლებლობასაც განიხილავს.

საყურადღებოა, რომ ვაშინგტონის ინიციატივას ოფიციალური პეკინი უკვე დაუპირისპირდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიაკუნმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ბოროტად იყენებს და ჩინური ბიზნესის შეზღუდვას ცდილობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები