2024 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ 2.7 მილიონი ტონა ყაზახური ტვირთები გადაზიდა - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
ჯერჯერობით მთლიანად 2024 წლის სარკინიგზო ტვირთბრუნვის სტატისტიკა ცნობილი არაა, თუმცა 2024 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 10.4 მილიონ ტონას შეადგენდა, რაც წლიურად 1%-ით იყო გაზრდილი, ხოლო კომპანიის შემოსავალმა ამ პერიოდში 490.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 2%-ით არის მომატებული.
2024 წლის 9 თვეში ყაზახეთზე მთლიანი სატრანზიტო ნაკადების 32% მოდიოდა, მეორე ადგილს 25%-ით აზერბაიჯანი იკავებდა, თურქმენული ტვირთები კი მესამე ადგილზე იყო 15%-ით.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რკინიგზის თავმჯდომარეს ნურლან საურანბაევს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა სატრანზიტო დერეფანის განვითარების საკითხები განიხილეს.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, პროცესების ოპტიმიზაციის, დერეფნის გაციფრულებისა და მიმზიდველი სატარიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით 2027 წლამდე კონკრეტულ ღონისძიებებს მოიცავს. ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერებისა და შუა დერეფანში საკონეტეინერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობების ზრდის ხელშეწყობის კუთხით,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.