მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველოს საექსპორტო ათეულში EU-ს მხოლოდ ერთი წევრი იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ ბულგარეთში?

ბულგარეთი

გასულ, 2024 წელს საქართველოს საექსპორტო ათეულში ევროკავშირის წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა, ბულგარეთი მოხვდა მეათე ადგილზე, სადაც ექსპორტმა 124.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, შემცირება 50.3% იყო. შემცირება ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრაციების ექსპორტის კლების ხარჯზეა. სასაქანლო ჯგუფის ექსპორტი 326.3%-ია.

საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 573.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-იან კლებას წარმოადგენს და 2016 წლის შემდეგ ($550.5 მლნ) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში მცირდებოდა, გასულ წელს კი პირველად ჩამოსცდა 10%-იან ნიშნულს.

2024 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო ყირგიზეთი, რაც ავტოექსპორტს უკავშირდებოდა. საქართველოდან ყირგიზეთში სულ 1.29 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წლიურად 85%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიცია დაიკავა ყაზახეთმა 860 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 22%), მესამეზე კი აზერბაიჯანია 724 მილიონი დოლარით (კლება 16%).

BM.GE დაინტერესდა, რას ვყიდით ევროკავშირის წევრ ბულგარეთში. 2024 წელს TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:

  1. ძვირფასი ლითონს მადნები და კონცენტრანტები - $56.05 მლნ (კლება 326.3%);
  2. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $54.7 მლნ (ზრდა 96.9%);
  3. შესაფუთი ტომრები და პაკეტები - $2.8 მლნ (ზრდა 36.2%);
  4. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $1.9 მლნ (ზრდა 12.8%);
  5. მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები - $1.8 მლნ (ზრდა 4.2%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები