მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს, საქართველოში 12 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება

იუსტიციის სახლი

2024 წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება და 130 იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს მთელ საქართველოში - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა, რის შედეგადაც 2023 წლისთვის იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა 118-ამდე გაიზარდა.

„მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება ყველა ამ ფილიალის გახსნა და სულ მალე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება იუსტიციის სახლი.

ეს ყველაფერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივითა და ლიდერობით გახდა შესაძლებელი. დიდი მადლობა მას ამ მასშტაბის მხარდაჭერისთვის! 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობაში დაიხარჯა 110 მილიონ ლარზე მეტი. შედეგად, დღეს, საქართველოს მოსახლეობას აქვს სახელმწიფო სერვისებზე უპრეცედენტოდ მაღალი ხელმისაწვდომობა", - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები