მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მიწის ნაკვეთი იზომება და რეგისტრირდება ქვეყანაში ყოველდღიურად? - პრემიერის ანგარიში

მიწა სოფელი

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამით იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით უკვე მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი აზომა და ამ სამუშაოების ნახევარი, სწორედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა.

„მიწის სისტემური რეგისტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელზედაც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი, ქვეყნის მასშტაბით; მათ შორის, ნახევარ მილიონზე მეტი აიზომა ამ საანგარიშო პერიოდში. დღეში საშუალოდ 3 500 – 4 000 მიწის ნაკვეთი იზომება, დაახლოებით 2 700 კი - რეგისტრირდება ყოველდღიურად“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში იუსტიციის 11 სახლის შენდება, რომელთა დასრულების შემდეგაც უწყება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იფუნქციონირებს - ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა.

„წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად. ცალკე გამოვყოფ იუსტიციის სახლებს, ბოლოს სამტრედიაში გავხსენით ახალი იუსტიციის სახლი. მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მობილური იუსტიციის სახლების პროექტი. მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი. აღსანიშნავია, რომ მობილური იუსტიციის სახლები კვირის განმავლობაში ერთდროულად ემსახურება 90 სოფელს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები