მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველოში საბანკო ბარათებით 78 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა

ბანკი საკრედიტო ბარათი
სტატიაში საუბარია:

2024 წლის განმავლობაში ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათებით ჯამში 78 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს მოიცავს ბანკომატებიდან თანხის განაღდებას, გადახდებს პოს-ტერმინალებით გადახდებს, ელექტრონულ გადახდებს, მათ შორის მიტანის სერვისის ოპერატორების, ონლაინ შოფინგის თუ სხვა პროვაიდერების სისტემებში განხორციელებულ გადახდებს.

2023 წელთან შედარებით ქართული საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 16%-ით ანუ 10.6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. ყველაზე მაღალი ტემპით - 26%-ით ზრდა აღინიშნა პოს-ტერმინალებით განხორციელებულ ოპერაციებში, ბანკომატიდან განაღდებული თანხის მოცულობა კი 10%-ით გაიზარდა. ტრადიციულად როგორც პოს-ტერმინალებში, ასევე ბანკომატებში ყველაზე დიდი მოცულობის ოპერაციები დეკემბერში შესრულდა, რაც 7.8 მილიარდ ლარს შეადგენდა.

2024 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები:

  • თანხის განაღდება ბანკომატებიდან - 78 მილიარდი ლარი, ზრდა 10%, ერთი ოპერაციის საშუალო ზომა 430 ლარი;
  • პოს-ტერმინალებში ოპერაციები - 31.5 მილიარდი ლარი, ზრდა 26%, ერთი ოპერაციის საშუალო ზომა 40 ლარი.

რაც შეეხება უცხოური საბანკო ბარათებით განხორციელებულ ოპერაციებს, მისი მოცულობა 2024 წელს 4.3 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს თანხა წლიურად 713 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით არის გაზრდილი. მათ შორის 3 მილიარდი ლარი შეადგენდა პოს-ტერმინალებით განხორციელებულ ოპერაციებს 1.3 მილიარდი ლარი კი ბანკომატებიდან გამოტანილი თანხა იყო. ამასთან, უცხოური საბანკო ბარათით პოს-ტერმინალებში ერთი საშუალო გადახდის ღირებულება 100 ლარი იყო, ხოლო ბანკომატიდან გამოტანილი თანხა 610 ლარს.

რაც შეეხება საბანკო ბარათების ქსელებს განხორციელებული გადახდების, 2024 წელს საქართველოში 39 მილიარდი ლარის ოპერაციები განახორციელეს Mastercard-ის ბარათებით, 31 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა Visa-ს ბარათებით, American Express-ის ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ზომა კი 7.4 მილიარდი ლარი იყო.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მასშტაბით სულ 3 ათასი ბანკომატი არის განთავსებული, რაც წლიურად 7%-ით არის გაზრდილი პოს-ტერმინალების რაოდენობა კი 10%-ით არის გაზრდილი 135 ათასს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები