საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს სებ-ში ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს სებ-ში 626-მდე გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა (25 დასაქმებულით), ხოლო მთლიანმა ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 35%-ით, 15.3 მილიონი ლარით იმატა და 59.4 მილიონი ლარი შეადგინა.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ერთი თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება 94,956 ლარს შეადგენდა, რაც თვეში 7913 ლარის ტოლია. ეს თანხა საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით თვეში ხელზე 6330 ლარია. ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 1438 ლარით, ანუ 29%-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში 2024 წელს სებ-ის ადმინისტრაციულ ხარჯებს შორის ხელფასი 55.2 მილიონ ლარს, ანაზღაურებადი შვებულება და ბიულეტენი კი 4.2 მილიონ ლარს შეადგენდა.




























