მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს შოკოლადის იმპორტი გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

შოკოლადი

ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ წელს საქართველოს შოკოლადის იმპორტი გაუძვირდა. ამასთან, იმპორტის მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა.

გასულ წელს, ოთხ კვარტალში, საქართველომ 103,9 მლნ დოლარის ღირებულების 23 417 ტონა შოკოლადი შეიძინა. მაშინ, როდესაც 2023 წელს, ქვეყანას 88,8 მლნ-ის 22 207 ტონა შოკოლადი ჰქონდა ნაყიდი. შესაბამისად, იმპორტი ღირებულებაში 17%-ით, ხოლო რაოდენობრივად 5.4%-ით გაიზარდა, რაც იმპორტის გაძვირებაზე მიუთითებს.

საქართველოსთვის შოკოლადის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, სადაც ქვეყანამ გასულ წელს 29,8 მლნ დოლარის, 9 680 ტონა შოკოლადი შეიძინა. რუსეთის წილი შოკოლადის მთლიან იმპორტში 41.3%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა. 2023 წლის სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, საქართველოს რუსეთისგან 29,2 მლნ დოლარის ღირებულების 9 315 ტონა შოკოლადი ჰქონდა შეძენილი.

2024 წლის შოკოლადის მთავარი TOP 10 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  1. რუსეთი - $29,8 მლნ, 9,680 ტონა;
  2. უკრაინა - $17,5 მლნ, 3,486 ტონა;
  3. თურქეთი - $12,4 მლნ, 2,341 ტონა;
  4. პოლონეთი - $8 მლნ, 1,381 ტონა;
  5. ხორვატია - $7,5 მლნ, 1,300 ტონა;
  6. ბელგია - $4,3 მლნ, 750 ტონა;
  7. იტალია - $ 3,7 მლნ, 732 ტონა;
  8. სომხეთი - $3,9 მლნ, 666 ტონა;
  9. გერმანია - $ 3,6 მლნ, 642 ტონა;
  10. აზერბაიჯანი -$1,3 მლნ, 562 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები