მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ციტრუსის წარმოება შემცირდა - შემცირებულია ექსპორტიც

მანდარინი

2024 წელს ციტრუსის წარმოება შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში 55.4 ათასი ტონა ციტრუსი იწარმოვა, რაც 22.7%-ით ნაკლებია წინა 2023 წლის მაჩვენებელზე. თუმცა, 2024 წლის მაჩვენებელი ოდნავ მეტია 2022 წლის მონაცემებზე, როდესაც ქვეყანაში ჯამში 53.1 ათასი ტონა ციტრუსი აწარმოეს.

გასულ წელს შემცირებული წარმოების პარალელურად, მცირდება ციტრუსის ექსპორტიც. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 3,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5000-მდე ტონა ციტრუსი გავიტანეთ ქვეყნიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 9,6 მლნ აშშ დოლარი და თითქმის 16 000 ტონა იყო.

რაც შეეხება წლიურ საექსპორტო მონაცემებს, ამ კუთხით 2024 წელს ზრდა გვაქვს, თუმცა, უმნიშვნელო. კერძოდ, გასულ წელს, ჯამში საქართველოდან 34,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 58 000 ტონამდე ციტრუსი გავიდა. 2023 წელს კი - 34,8 მლნ აშშ დოლარის 53 500 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ტრადიციულად პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, მას მოჰყვება სომხეთი.

2024 წელს ქართული ციტრუსის საექსპორტო ქვეყნები შემდეგია:

  1. რუსეთი - 22,6 მლნ აშშ დოლარი - 35 829 ტონა
  2. სომხეთი - 10,4 მლნ აშშ დოლარი - 19 456 ტონა
  3. უკრაინა - 791 060 აშშ დოლარი - 1 311 ტონა
  4. ბელარუსი - 276 970 აშშ დოლარი - 402 ტონა
  5. აზერბაიჯანი - 357 950 აშშ დოლარი - 373 ტონა
  6. ყაზახეთი - 56 890 აშშ დოლარი - 142 ტონა
  7. გერმანია - 369 060 აშშ დოლარი - 75 ტონა
  8. მოლდოვა - 31 930 აშშ დოლარი - 61 ტონა
  9. თურქეთი - 19 710 აშშ დოლარი - 34 ტონა
  10. მონღოლეთი - 23 230 აშშ დოლარი - 20 ტონა
  11. უზბეკეთი - 13 790 აშშ დოლარი - 19 ტონა

ციტრუსის მოსავლის აღება შემოდგომაზე, კერძოდ, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარეობს. შესაბამისად, ექსპორტი ძირითადად, წლის ბოლო თვეებსა და მომდევნო წლის დასაწყისში ხორციელდება.

"ჩამოკიდებული ვართ საბჭოთა კავშირის დროინდელ ციტრუსის სტანდარტზე, რომელიც რუსეთშიც აღარ გამოდგება" - ვაჟა მკურნალიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები