Galt & Taggart-ი მიმდინარე წელს საქართველოში უმუშევრობის დონის 14.5%-მდე შემცირდებას ელის, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან, 16.4%-თან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
როგორც საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2024 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ახალი ისტორიული მინიმუმი 13.7% შეადგინა. ამასთან,
"აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 67.4% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 10.1% იყო. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.3 პროცენტული პუნქტით 54.5%- მდე გაიზარდა 2024 წლის მე-2 კვარტალში, თუმცა ჩამორჩება 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 55.0%-იან მაჩვენებელს. ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 14.5%-მდე შემცირდება 2024
წელს, წინა წლის 16.4%-დან", - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.