ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადიმ „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება „ძალიან პოზიტიური სიგნალია მომავლისთვის“.
„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე – რას მიიჩნევს ისრაელის ელჩი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში მთავარ მიღწევად – ჰადას ესტერ მეიცადი ამბობს, რომ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ისრაელის ეკონომიკის მინისტრის შეთანხმებაა, საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 2024 წელს დაიწყოს.
„ვიცით, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ საინვესტიციო და ბიზნესგარემოსთვის ასეთი სიგნალები ძალიან მნიშვნელოვანია" – ამბობს ისრაელის ელჩი „ანალიტიკა“–სთან საუბარში – "პოზიტიური სიგნალები ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ ნაწილში ისრაელის და საქართველოს გადაწყვეტილება, რომ თქვეს – ჩვენ ახლა მჭიდრო თანამშრომლობას ვთარგმნით უკვე ბიზნესსექტორში და ამისთვის ისეთ ინსტრუმენტზე მუშაობას დავიწყებთ, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება – საკმაოდ პოზიტიური სიგნალია ორივე ქვეყნის მომავლისთვის, რომელსაც ერთად ვაშენებთ“.
საქართველომ და ისრაელმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა 2018 წლიდან დაიწყეს.