პირველ 6 თვეში საქართველოში ინვესტიციები შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ქვეყანაში 768 მილიონ 600 ათასი დოლარის უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით ნაკლებია. რაც შეეხება მეორე კვარტალს. სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდის შედეგად, აპრილ-ივნისში ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა. მოცულობა ნახევარი მილიარდი დოლარია. მეორე კვარტალში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3%-ს შეადგენს. რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა და ჩანან თუ არა ახალი ინვესტორები?