წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში FDI 10,3%-ით გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში 574.3 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საქსტატი აღნიშნავს, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. პირველი ორი კვარტლის ჯამური მაჩვენებლებით კი, საქართველოში FDI პირიქით, შემცირებულია. რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა და ჩანან თუ არა ახალი ინვესტორები.