მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა

საქართველო

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ივნისში ზრდა 7.5% იყო.

საქსტატის თანახმად, გასულ თვეში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 13.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები