2024 წლის 9 თვეში საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით სრულად არ აღდგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს საქართველოში იანვარ-სექტემბერში 5 043 663 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც 2019 წლის ვიზიტების რაოდენობას 15.6%-ით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს აღდგენა მხოლოდ 84.4%-ია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებითვე, 2019 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 5 982 811 ვიზიტი შედგა და მათი უმრავლესობა 70% მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანის, რუსეთის და თურქეთის რეზიდენტების ვიზიტები იყო.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 5 043 663 ვიზიტი შედგა, რაც ტურისტულ და ერთდღიან ვიზიტებს მოიცავს. ეს რიცხვი გასული წლის 9 თვესთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა. აქედან უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 9.2%-ით 3,992,842-მდე გაიზარდა, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა კი 10.4%-ით, 1 050 821 ვიზიტამდე შემცირდა.
რაც შეხება ქვეყნებს, საიდანაც 2024 წლის 9 თვეში საქართველოს ყველაზე მეტად სტუმრობდნენ, პირველ სამეულს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან შემოდიოდნენ და ვიზიტების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ვიზიტები გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი და ინდოეთი, ეს ქვეყნების ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-10-ეულში შედიან.