მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა

გემი

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი პორტებისა და ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ქართული პორტები 3.4 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, ტვირთის 45.7 პროცენტი ზოგადი სახის (გენერალური) ტვირთი იყო, 31.1 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 23.2 პროცენტი - ნაყარი ტვირთი. საქსტატის ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული უშუალოდ პორტების მიხედვით რა მაჩვენებლები ფიქსირდება, შესაბამისად უცნობია რომელ პორტში აღინიშნა გადაზიდვების ყველაზე მკვეთრი კლება.

საქსტატის თანახმად, პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს პორტებსა და ნავსადგურებში სულ 404 გემი შემოვიდა, რომელთაგან 18 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.6 პროცენტი თურქეთის, 9.7 პროცენტი ლიბერიის, 9.2 პროცენტი - რუსეთის, 7.7 პროცენტი - მალტის, დანარჩნი 39.0 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები