მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის პირველ ნახევარში FDI 34%-ით, $768.6 მილიონამდე შემცირდა

FDI

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება II კვარტალის შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, II კვარტალში ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6%-ია. ყველაზე დიდი წილი, 78.6% კი ტრადიციულად რეინვესტიციაზე მოდის - ამ კომპონენტმა 451.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2024 წლის მეორე კვარტალში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3%-ს შეადგენს. პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4%-ია, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზე მალტა - 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6%).

რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები