მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის პირველ ნახევარში კაზინოებმა ბიუჯეტში ₾124 მილიონის სალიცენზიო გადასახადები შეიტანეს

კაზინო აზარტული თამაშები

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა კაზინოებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 124 მილიონი ლარის სალიცენზიო გადასახადები შეიტანეს - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოსაკრებლები წინა წელთან შედარებით 25%-ით, ანუ 24.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

უფრო დეტალურად, მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ასე ნაწილდება:

  • სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 76,687,031 ლარი, ზრდა წინა წელთან 13%;
  • მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე - 47,575,009 ლარი, ზრდა წინა წელთან 50%.

აზარტული თამაშების სექტორი სალიცენზიო გადასახადების გარდა კიდევ რამდენიმე გადასახადს იხდის, ესენია ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რასაც ისინი მოგებულ თანხაზე იხდიან. 2024 წლის 1 იანვრიდან ეს მოსაკრებელი 2%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ონლაინ-კაზინოების მოგების გადასახადი მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა. აღნიშნული გადასახადები დეტალიზებული სახით ბიუჯეტის ანგარიშში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად უცნობია რა მოცულობის მთლიანი გადასახადები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სექტორიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები