ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.
იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.
აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
ჯერჯერობით არც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული არ აქვთ დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ საქართველოს.
2023 წლიდან მოყოლებული ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააუარესა საზღვრის კვეთის სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა, თუკი წარსულში ქვეყნდებოდა ტურიზმის ყოველთვიური მონაცემები, ახლა მხოლოდ კვარტალური სტატისტიკა საჯაროვდება. შესაბამისად, უცნობია, რომელი თვის განმავლობაში რამდენი ვიზიტორი იმყოფებოდა საქართველოში.