4 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6889 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.63 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9390 ლარი გახდა.
2.81 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3947 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 9.07 თეთრი შეადგინა.