მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის TOP სამოგზაურო მიმართულებები

მაუი ბაი

2023 წელი მოგზაურებისთვის გამორჩეული და დატვირთული წელი იყო, რადგან ადამიანები ცდილობდნენ ყველა ის ლოკაცია მოენახულებინათ, რაც პანდემიური ჩაკეტილობის გამო გამოტოვეს... 2024 წელი კიდევ უფრო დატვირთული იქნება, - ასეთია ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების მოლოდინები.

არჩევანის გასამარტივებლად Forbes Travel Guide - 2024 წლის ტოპ - მიმართულებების სიას აქვეყნებს. ეს არის ლოკაციები, რომლებიც სპორტის, ხელოვნების, გასტრონომიის სანახაობების მოყვარულებს დააინტერესებთ.

Forbes-ის სიაში მოგზაურების უმეტესობა ამ ადგილს - ცნობილი - Seven Mile Beach-ით იცნობს, თუმცა ეს მიმართულება საინტერესოა თავისი კულინარიული დიდებულებით. აქ შეგხვდებათ ისეთი რესტორნები, როგორებიცაა : Five-Star Ritz-Carlton, Grand Cayman's Seafood-centric Blue by Eric Ripert. კუნძულზე Cayman Cookout- ზამთრის კულინარიული ფესტივალი ტარდება. - ეს ყველაფერი კუნძულის, როგორც კულინარიული სამოთხის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს.

ქალაქი ისტორიის, ხელოვნების, კულტურის, სილამაზისა და სამზარეულოს მოყვარულებისთვის - ეს პარიზია. საფრანგეთის დედაქალაქი ფორბსის ყოველწლიურ სიაში ხვდება. გარდა ტრადიციული სანახაობებისა, ქალაქი საუკეთესო სასტუმროებს აერთიანებს. მათ შორის ფორბსის რჩეული ხუთვარსკვლავიანი Royal Champagne Hotel & Spa.

მოგზაურებმა დიდი ხანია ცენტრალურ აფრიკაში შესანიშნავ ლოკაციას მიაგნეს. რუანდა - აფრიკა - გემრიელი საკვების, გულუხვი ადამიანებისა და გორილების რესპუბლიკა. რუანდა მოგზაურებს ვულკანების ეროვნული პარკით და სხვა სანახაობით აღაფრთოვანებს. თუმცა აქვეა განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო - One&Only Gorilla's Nest-ი, რომელიც მომხმარებელს დასვენების დასამახსოვრებელ გამოცდილებას სთავაზობს.

ტურისტების ნაკადი არასდროს წყდება “ცოდვების ქალაქად” წოდებულ ლას ვეგასში. ოცდამეექვსე ყველაზე დასახლებული ქალაქია აშშ-ში. დროთა განმავლობაში ვეგასი სტაბილურად იქცა ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ საკურორტო ქალაქად, სადაც კარგი სასადილოები, საუცხოო გართობა და შეუდარებელი ღამის ცხოვრებაა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს აღწევს. ფორბსის სიაში ლას ვეგასს გამორჩეული ადგილი უკავია.

პორტო - პორტუგალიაში მდებარე, პატარა სანაპირო ქალაქია, რომელიც იმ ევროპული ქალაქების სიაშია, რომელსაც მოგზაურები აუცილებლად უნდა ესტუმრონ. ლისაბონიდან 200 მილში მდებარე, ქალაქს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველ ლოკაციად აქცევს. რეგიონის ცნობილი ღვინო, რომელიც 1750-იანი წლებიდან იწარმოება - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტების ყურადღებას ყოველწლიურად იქცევს. ქალაქის გამორჩეულ სასტუმროებს შორის Altis Porto Hotel და The Lince Santa Clara-აა.

აფრიკის უდიდესი ქალაქი და ისტორიული ეგვიპტის დედაქალაქი კაირო თქვენზე შერეულ შთაბეჭდილებებს ტოვებს. კაიროში ტურისტების საყვარელი ატრაქცია ნილოსზე კატერით გასეირნებაა. კატერიდან ქალაქის გამორჩეულ წერტილებს, კულტურას, ხასიათს შეამჩნევთ. აქ ნახავთ მუზეუმს, რომელიც ეგვიპტის მრავალსაუკუნოვან ისტორიას იტევს. კაიროში ყოველ სეზონზე მილიონობით ტურისტი მთავარი ისტორიული სანახაობისთვის ჩადის. თვალუწვდენელი პირამიდები ეგვიპტის უდიდეს ქალაქს მოგზაურთათვის პოპულარულ ადგილად აქცევს.

მაუის 2023 წლის ტყის ხანძრებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მოუტანა. ადგილობრივებსა თუ ბიზნესზე მიყენებული ზიანი - ჯერ კიდევ დაუთვლელია. მიუხედავად ხშირი ხანძრებისა, მოგზაურები ჰავაის სტუმართმოყვარეობის გამო მაუიში თავს მთელი მსოფლიოდან იყრიან. სტიქიური უბედურების შემდეგ, ადგილზე რესტორნებმა და მაღაზიებმა ოპერირება განაახლეს. ავიაკომპანიებით დაიტვირთა აეროპორტის ასაფრენი ბილიკებიც.. მაუიში მდებარე სასტუმროები დამსვენებელს 2024 წელსაც დიდი სამზადისით ელიან.

ფორბსის 2024 წლის სამოგზაურო რეკომენდაცია სანდიეგო - ტიხუანაზეც ვრცელდება. სანდიეგო - ტიხუანა 2024 წლის მსოფლიო დიზაინის დედაქალაქად დასახელდა. მთავარი კრიტერიუმი, რომელმაც ქალაქს ეს აღიარება მოუტანა ინფრასტრუქტურაში ბუნებრივი გარემოს, რესურსის ჭკვიანურად გამოყენებაა. სწორედ ამიტომ 2024 წელი ქალაქისთვის სხვადასხვა ფესტივალებით იქნება დატვირთული, მონაწილეობა კი ყველა მოგზაურს შეეძლება.

HBO-ს პოპულარული შოუს White Lotus-ის ყველა მიმართულება ტურისტულად ცხელი წერტილი ხდება. ამის მაგალითია ტაილანდში მდებარე კუნძული Koh Samui. შოუს რამდენიმე სერია Four Seasons სასტუმროებში, მათ შორის Four Seasons Resort Koh-შია გადაღებული. ტაილანდის სიდიდით მესამე კუნძული განსაცვიფრებელი სანაპიროებით, ჩანჩქერებით, ჯუნგლებით და სამზარეულოთი გამოირჩევა.

ფორბსის სიის ათეულს - კანადაში მდებარე ჰალიფაქსი, ავსებს. საპორტო ქალაქი, კანადის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციის ახალი შოტლანდიის დედაქალაქია. 359 ათასი ადამიანით დასახლებული ქალაქი - ტურიზმის ინდუსტრიის “ამომავალი ვარსკვლავია”. Queen's Marque - ჰალიფაქსის ახალი ზღვისპირა უბანია, სადაც შესანიშნავი რესტორნები, უცნაური მაღაზიები და დახვეწილი ელეგანტური სასტუმრო Muir Hotel, Autograph Collection მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები