ფეხბურთზე საუბრისას პირველი კონტინენტი, რომელიც მოგვდის თავში ცხადია ევროპაა. ამერიკული სპორტული გამოცემა Sportico-ს მიხედვით ჯამში სულ 10 კლუბია ევროპაში ისეთი, რომლის ღირებულებაც 3,4 მილიარდ დოლარს აღემატება. ყველა ამ კლუბს აქვს უზარმაზარი IP, რომელიც ზრდის კომერციულ შემოსავალს, რომელიც საშუალოდ $341 მილიონი იყო 2022-23 წლების სეზონის განმავლობაში.
საინტერესო ტენდენციაა, რომ 50 ყველაზე ძვირ საფეხბურთო კლუბს შორის 20 ამერიკული MLS-დანაა, მაშინ როდესაც ინგლისის პრემიერ ლიგიდან რეიტინგში მხოლოდ ცხრა გუნდი მოხვდა. რაც შეეხებათ დანარჩენ ჩემპიონატებს სერია ა-ს 6, ბუნდესლიგას 4, ლიგა 1-ს 2, ხოლო ლა ლიგა და მექსიკის ლიგა MX-ი სამ-სამი გუნდით არიან წარმოდგენილები.
MLS-ის კლუბებს შორის რეიტინგში მოწინავე ადგილზე “Los-Angeles FC-ია”, რომელიც 1,15 მილიარდი დოლარით სიაში მე-15 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ 50 ყველაზე ძვირად შეფასებული საფეხბურთო კლუბის საერთო ღირებულება 80 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მკვეთრად ჩამორჩება NFL-ის 32 გუნდის 165 მილიარდიან და ამავდროულად NBA-ის 30 კლუბის 120 მილიარდიან ღირებულებას.
უკანასკნელ წლებში ევროპულ ფეხბურთში ორი ყველაზე ძვირად გასხვისებული კლუბი არის “ჩელსი (3,2 მილიარდი) და “მილანი” (1,2 მილიარდი), რისი წყალობითაც ორივე გუნდი სიის ოცეულში მოხვდა.
სიაში პირველ ადგილს ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” იკავებს, რომლის 28%-იც ბრიტანეთის უმდიდრესმა ადამიანმა ჯიმ რეტკლიფმა 1,6 მილიარდ დოლარად შეისყიდა და გუნდის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. ამასთან მან გუნდში 300 მილიონი დოლარიც დააბანდა სტადიონის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. 2024 წლისთვის იუნაიტედი 6,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
სიაში მეორე ადგილს მადრიდის “რეალი” 6,06 მილიარდ დოლარად იკავებს, რომელმაც ახლახან თითქმის 1 მილიარდ დოლარად სტადიონი “სანტიაგო ბერნაბეუ” განაახლა და ელექტრონული სახურავი დაუმონტაჟა.
ჯამში კი 5 ყველაზე ძვირად შეფასებული საფეხბურთო კლუბი ასე გამოიყურება:
5. “მიუნხენის ბაიერნი” - 4,8 მილიარდი დოლარი
4. “ლივერპული” - 5,11 მილიარდი დოლარი
3. “ბარსელონა” - 5,2 მილიარდი დოლარი
2. მადრიდის "რეალი” - 6,06 მილიარდი დოლარი
1. “მანჩესტერ იუნაიტედი” - 6,2 მილიარდი დოლარი