მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები

სპორტული იმპერიები 2024

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

შარშანდელ სიასთან შედარებით რეიტინგის 25 იმპერიის ქონება ჯამში 24%-ით გაიზარდა და 216 მილიარდი შეადგინა, რის შედეგადაც სპორტული იმპერიების საშუალო ღირებულებამ 8.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

უკანასკნელ პერიოდში საშუალოდ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL), ნაციონალური საფეხბურთო ლიგისა (NFL) და ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB), 124 გუნდის ღირებულებამ 2023 წელს, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა.

სპორტული იმპერიების 2024 წლის სიაში, ყველაზე დიდი – 155%-იანი ზრდა Harris Blitzer Sports & Entertainment-მა დააფიქსირა. შედეგი ძირითადად განპირობებულია, ჯოშ ჰარისის მიერ „Washington Commanders-ის“ რეკორდული 6.05-მილიარდიანი შესყიდვით, რის შედეგადაც სპორტული იმპერიის ღირებულება 11.9 მილიარდს გაუტოლდა. შეგახსენებთ, HBSE-ის აქციების ჯგუფი მოიცავს NFL-ის Commanders-ს, NBA-ის Philadelphia 76ers-ს და NHL-ის New Jersey Devils-ს.

2023 წლის რეიტინგის მსგავსად წელსაც პირველობას არ თმობს Liberty Media, რომლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული აქტივი „ფორმულა 1“-ის ავტორბოლაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ აქტივებში Liberty-ის საერთო ღირებულება შარშანდელთან შედარებით 12%-ითაა შემცირებული, იმპერია 18.2 მილიარდით რეიტინგის ლიდერობას არ თმობს.
Liberty-ის ღირებულების კლება გასულ ივლისში, იმპერიისგან „Atlanta Braves-ის“ (ღირებულება – 2.6 მილიარდი) გამოყოფამ განაპირობა.

სიაში მე-20 ადგილზე Monumental Sports & Entertainment-ია რომლის მფლობელობაში შედის ყველა მთავარი ვაშინგტონური გუნდი, მათ შორის: NBA-ის Washington Wizards-ი, NHL-ის Washington Capitals-ი და WNBA-ის Washington Mystics-ი – 2023 წლის ივნისში იმპერიის 5.52%-იანი წილი კომპანიამ Qatar Investment Authority-ს მიჰყიდა.

რაც შეეხება Jacobs Family-ის ის სიის ახალწვეულია, რომელსაც მილიარდერი ჯერემი ჯეიკობს უფროსი ხელმძღვანელობს. კომპანიის მფლობელობაში Boston Bruins-ია და ამასთანავე ჩრდილოეთ ამერიკაში 50-ზე მეტ სპორტულ გუნდთან თანამშრომლობს.

მთლიანობაში Forbes-ის მონაცემებით 2024 წლის ათი უმდიდრესი სპორტული იმპერია ასე გამოიყურება:

10) Maple Leaf Sports & Entertainment-ი – $8.47 მილიარდი
მფლობელი: სინტია დივაინი
ქონება: Toronto Raptors, Toronto Maple Leafs, Toronto FC, Toronto Argonauts, Toronto Marlies

9) Paul G. Allen Trust-ი – $9.06 მილიარდი
მფლობელი: ჯოდი ალენი
ქონება: Seattle Seahawks, Portland Trail Blazers, Seattle Sounders*

8) Yankee Global Enterprises-ი – $9.07 მილიარდი
მფლობელი: ჰალ სტაინბრენერი
ქონება: New York Yankees, Yankee Stadium Events, YES Network*, Legends*, New York City FC*, AC Milan*, A1 Padel*, Staten Island FerryHawks*

7) The Kraft Group-ი – $9.13 მილიარდი
მფლობელი: რობერტ კრაფტი
ქონება: New England Patriots, New England Revolution, Patriot Place, Kraft Analytics Group, TKO Holdings*, DraftKings*, Oxygen Esports*

6) Madison Square Garden Sports-ი – $10.25 მილიარდი
მფლობელი: ჯეიმს დოლანი, დევიდ ჰოპკინსონი
ქონება: New York Knicks, New York Rangers, Hartford Wolf Pack, NRG*

5) Harris Blitzer Sports & Entertainment-ი – $11.86 მილიარდი
მფლობელი: ჯოშ ჰარისი, დევიდ ბლიცერი
ქონება: Philadelphia 76ers, Washington Commanders, New Jersey Devils, Joe Gibbs Racing, Youth Sports, HBSE Ventures, Utica Comets, Crystal Palace*, Elevate Sports Ventures*, New Meta Entertainment*

4) ჯერი ჯონსი – $12.8 მილიარდი
მფლობელი: ჯერი ჯონსი
საკუთრებაში: Dallas Cowboys, The Star, Legends*, GameSquare Esports*

3) Fenway Sports Group-ი – $12.95 მილიარდი
მფლობელი: ჯონ ჰენრი და თომას ვერნერი
ქონება: Liverpool FC, Boston Red Sox, Pittsburgh Penguins, NESN, Real Estate, Roush Fenway Keselowski Racing, Fenway Sports Management

2) Kroenke Sports & Entertainment-ი – $15.59 მილიარდი
მფლობელი: სტენლი კრონკე
ქონება: Los Angeles Rams, Denver Nuggets, Arsenal FC, Colorado Avalanche, Colorado Rapids, Altitude Sports & Entertainment, Colorado Mammoth

1) Liberty Media – $18.22 მილიარდი
მფლობელი: გრეგორი მაფეი
ქონება: Formula 1, Overtime Sports*, F1 Arcade*, Drone Racing League*, Kroenke Arena Co.*, Meyer Shank Racing*.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები