მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UFC 333-ის ბილეთების ფასები 8 700 დოლარს აღწევდა - დეტალები აბუ-დაბის ტურნირის შესახებ

ufc

ოფიციალური მონაცემებით, აბუ-დაბიში, Etihad Arena-ზე გამართული UFC 333-ის ბილეთების ფასი 373 დოლარიდან დაახლოებით 8 700 დოლარამდე მერყეობდა. ღირებულება ადგილების კატეგორიის მიხედვით განისაზღვრებოდა.

კატეგორია

ფასი (AED)

დაახლოებით აშშ დოლარში

Category 8

1,368

$373

Category 7

2,420

$659

Category 6

4,210

$1,146

Category 5

7,893.75

$2,148

Category 4

14,735

$4,009

Category 3

18,000

$4,899

Category 2

25,000

$6,807

Category 1

32,000

$8,713

რაც შეეხება ღონისძიების ფინანსურ მხარეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები არ იძლევა საშუალებას, განისაზღვროს UFC 333-ის სრული ბიუჯეტი, რომელიც მებრძოლების ჰონორარებთან ერთად არენის, წარმოების, უსაფრთხოებისა და სხვა საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ცნობით, ღონისძიება აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტთან პარტნიორობით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს გამართული UFC 333-ის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე შეხვედრა იყო. დვალიშვილი ოქტაგონზე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დასაბრუნებლად გავიდა, თუმცა ხუთ რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. სამივე მსაჯმა გამარჯვება იანს, ანგარიშით 48:47, მიანიჭა. შედეგად, იანმა საჩემპიონო ტიტული შეინარჩუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები