მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიოტრ იანმა Rolls-Royce Cullinan-ი მიიღო

Rolls Royce Cullinan Petr Yan

UFC 333-ზე პიოტრ იანმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მერაბ დვალიშვილთან ტრილოგიის მესამე ბრძოლაში ბრწყინვალე გამოსვლით დაიცვა.

აბუ-დაბიში გამართული ღონისძიების თანა-მთავარი ბრძოლის პირველი ორი რაუნდის შემდეგ, რუსი მებრძოლი სამივე მსაჯის შეფასებით მარცხდებოდა. თუმცა დარჩენილ სამ რაუნდში ჩემპიონმა მდგომარეობის შეცვლა შეძლო. იანმა მეტოქეს მუდმივი ზეწოლით, ჭიდაობის წინააღმდეგ ეფექტური დაცვითა და ზუსტი დარტყმებით აჯობა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შედეგად რუსმა მებრძოლმა არა მხოლოდ „საღამოს საუკეთესო ბრძოლის“ პრემიად $100 000 გამოიმუშავა, არამედ სრულიად ახალი ავტომობილიც მიიღო საჩუქრად.

იანს Rolls-Royce Cullinan-ი ბუკმეიკერული კომპანია 1win-ისგან გადაეცა, რომელთანაც მებრძოლს პარტნიორული ხელშეკრულება აკავშირებს.

„დღეს პიოტრ იანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომ არის ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. ასეთი გამარჯვებების უკან წლების განმავლობაში გაწეული შრომა, დისციპლინა და საქმისადმი სრული ერთგულება დგას.

1win-ში ყოველთვის მხარს ვუჭერთ მათ, ვინც პირველობისკენ ისწრაფვის. ამ გამარჯვებისთვის პიოტრმა ჩვენსგან Rolls-Royce Cullinan-ს მიიღო. მან ეს ნამდვილად დაიმსახურა“, - დაწერა კომპანიის მფლობელმა სოციალურ ქსელ X-ში.

ავტომობილის ღირებულება გამოშვების წლისა და კომპლექტაციის მიხედვით $400 000-დან $550 000-მდე მერყეობს, ხოლო ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული მოდელების ფასი შესაძლოა $1 მილიონ დოლარსაც აღემატებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები