2023 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 1 მაისამდე პერიოდში Forbes-მა დაითვალა 50 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სპორტსმენის რეიტინგი, საიდანაც ხუთი მათგანის ასაკი 25 წელს არ აღემატება. ჯამში ამ ხუთი ახალგაზრდის შემოსავალი 319,5 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 250,5 მილიონი ხელფასებსა და ბონუსებს მოიცავს, ხოლო 69 მილიონი გაყიდულ აქსესუარებს, სხვადასხვა ლიცენზიებს, სასპონსორო შემოსავლებსა და ა.შ.
ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ასეთი ფულის გამომუშავება საკმაოდ რთულია განსაკუთრებით, მაშინ როცა ამერიკულმა სპორტულმა ლიგებმა შეამცირეს სახელფასო ჭერი ახალბედა სპორტსმენებისთვის მათი კარიერის საწყის წლებში. იგივე MLB-ის (ბეისბოლი) მოთამაშეები 26 წლამდეც ვერ აღწევენ თავისუფალი აგენტის სტატუსით, რის გამოც ამ დრომდე იღებენ საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას, ხოლო NHL-ის (ჰოკეი) ხელფასები იგივე ვეტერანებისთვისაც მკვეთრად ჩამოუვარდება სხვა სპორტის სახეობების ანაზღაურებებს.
ზემოთ ნახსენები ლიგებისგან განსხვავებით, მაღალი დონის სათამაშო კლასის ჩვენების შემთხვევაში NBA-სა (კალათბურთი) და NFL-ში (ამერიკული ფეხბურთი) შესაძლებელია საკმაოდ მსუყე, მაქსიმალურ ხანგრძლივობაზე გათვალისწინებული კონტრაქტის გაფორმება, თუნდაც სტუდენტურ ასაკში.
სიას სათავეში უდგას კილიან მბაპე, რომელმაც “პსჟ-დან” წასვლა დააანონსა და დიდი ალბათობით კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. უკანასკნელ სეზონში პარიზელები მბაპეს წელიწადში 90 მილიონს უხდიდნენ, ხოლო ისეთი სასპონსორო შეთანხმებებიდან, როგორიც Nike-თან, Hublot-თან და Oakley-სთან აქვს მას დამატებით 20 მილიონი მოუტანა.
საერთო ჯამში კი 2024 წლის 25 წლამდე ყველაზე მაღალ შემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგი ასეთია:
5. ზაიონ უილიამსონი (კალათბურთი) - 46,1 მილიონი დოლარი
4. ტრეი იანგი (კალათბურთი) - 47,3 მილიონი დოლარი
3. ლუკა დონჩიჩი (კალათბურთი) - 55,1 მილიონი დოლარი
2. ერლინგ ჰალანდი (ფეხბურთი) - 61 მილიონი დოლარი
1. კილიან მბაპე (ფეხბურთი) - 110 მილიონი დოლარი