ერთი წლის შემდეგ, რაც არაბებმა სატრანსფერო ფანჯარაზე მილიარდი ევრო დახარჯეს და საფეხბურთო ასპარეზზე თავის დამკვიდრებას შეეცადნენ ბაზარი მათთვის მნიშვნელოვნად შესუსტდა. ნავთობის ფასების კლებასთან ერთად ქვეყანას სხვა პრობლემები გაუჩნდა, რის გამოც გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე მათ მხოლოდ 524 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს ყველაფერი შეძენილი ფეხბურთელების სახელებსაც ეტყობა იგივე მუსა დიაბი და ივან ტონი ნამდვილად არ არიან შესაფერისი დონის ფეხბურთელები.
ამის მიუხედავად საუდელები კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ხელფასების გადახდის თვალსაზრისით, რადგან საუდი პრო ლიგიდან 4 ფეხბურთელი მოხვდა ფორბსის 10 ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეს შორის. ინგლისის პრემიერ ლიგიდან 3 ფეხბურთელს, ესპანეთიდან ორს და ერთსაც ამერიკული MLS-დან ვხვდებით.
საუდის არაბეთის შედარებით წყნარმა 2024 წელმა საფეხბურთო სამყაროზე ტალღოვანი გავლენა იქონია, რაც ნაწილობრივ უეფას ფინანსური სამართლიანი თამაშის რეგულაციების დამსახურებაა, რომელიც გუნდის მიერ დახარჯულ თანხას და მის მიერ აღებულ ფულს ერთმანეთთან აკავშირებს.
გასულ წელს პრემიერ ლიგამ სატრანსფერო რეკორდი მოხსნა, როცა ერთ ზაფხულში 3 მილიარდი დახარჯა, წელს კი რეკორდის გამეორებამდე ცოტა დააკლდა, როცა 2,5 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
კომბინირებულად მსოფლიოს უძვირესმა 10-მა ფეხბურთელმა 983 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და შარშანდელ მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.
უკანასკნელ 10 წელიწადში მეექვსედ ამ სიის სათავეში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ექცევა, რომელმაც 285 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 65 მილიონი მოედანს მიღმა საქმიანობით მიიღო. ამ შედეგით რონალდუმ საკუთარი შარშანდელი რეკორდი გააუმჯობესა, როდესაც 260 მილიონი მიიღო. ამ რიცხვზე დიდი თანხა აქტიური სპორტული კარიერის პერიოდში მხოლოდ ფლოიდ მეივეზერს აქვს გამომუშავებული.
ტოპ 10-ში კილიან მბაპე არის ერთადერთი, რომელმაც გასულ ზაფხულს გუნდი გამოიცვალა და “პსჟ-დან” მადრიდის “რეალში” გადაბარგდა და 90 მილიონი დოლარით სიის მეხუთე ადგილიც დაისაკუთრა.
მთლიანობაში კი Forbes 2024 წლის ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:
5. კილიან მბაპე - $90 მილიონი
კლუბი: მადრიდის “რეალი”
4. კარიმ ბენზემა - $104 მილიონი
კლუბი: “ალ იტიჰადი”
3.ნეიმარი - $110 მილიონი
კლუბი: “ალ-ჰილალი”
2. ლიონელ მესი - $135 მილიონი
კლუბი: “ინტერ მაიამი”
1. კრიშტიანუ რონალდუ - $285 მილიონი
კლუბი: “ალ ნასრი”