ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, გასული წელი გლობალური კომპანიებისთვის საკმაოდ კარგი იყო, რადგან S&P 500-მა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ხუთას უდიდეს კომპანიას აერთიანებს, 25%-ით გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდაა, რომელიც ინდექსმა ისტორიაში დააფიქსირდა. თავად ეს ზრდა, ცხადია, ბევრი ფაქტორით აიხსნება, მათ შორისაა პოზიტიური მოლოდინები, გეოპოლიტიკური ძვრები და კომპანიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებები.
კომპანიების შეფასების ზრდა, როგორც წესი, თანხვედრაშია იმ შემოსავალთან, რომელსაც ის აგენერირებს, ასე რომ დღეს იმ კომპანიებს გაგაცნობთ, რომელთაც გასული წელი ყველაზე დიდი შემოსავლით დახურეს.
Walmart | $648.1 მლრდ | WMT
სფერო: ვაჭრობა
ქვეყანა: აშშ
შეფასება: $729.2 მლრდ
Amazon | $574.8 მლრდ | AMZN
სფერო: ვაჭრობა
ქვეყანა: აშშ
შეფასება: $2.2 ტრლნ
The State Grid Corporation of China | $545.9 მლრდ
სფერო: ენერგეტიკა
ქვეყანა: ჩინეთი
შეფასება: კერძო
Saudi Aramco | $494.9 მლრდ | 2222
სფერო: ენერგეტიკა
ქვეყანა: საუდის არაბეთი
შეფასება: $1.8 ტრლნ
Sinopec Group | $429.7 მლრდ | 600028
სფერო: ენერგეტიკა
ქვეყანა: ჩინეთი
შეფასება: $96.4 მლრდ