მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ზაფხულის ბოლოს, მეტროსადგურების „ვარკეთილის“  და "ავლაბრის" რეაბილიტაცია დასრულდება -კახა კალაძე

თბილისის მერი

2024 წლის ზაფხულის ბოლოს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ და "ავლაბრის" რეაბილიტაცია დასრულდება - ამის შესახებ თბილისის, მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა, რამაც პროცესის დროში გაჭიანურება გამოიწვია.

„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ავლაბარს", თბილისის მერის თქმით, თავდაპირველ პროექტში ცვლილებების საჭიროება დადგა, რადგან მეტროსადგურის ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა.

„რეაბილიტაციის პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რადგან არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები