მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2024 წლისთვის დაგეგმილია 50 სკოლის შერჩევა, სადაც პროფგანათლების პროცესი დაიწყება" - მინისტრი

განათლების მინისტრი

განათლების სამინისტრო აქტიურად იწყებს სასკოლო განათლებაში პროფესიული განათლების შემოტანას და დანერგვას - ამის შესახებ “მინისტრის საათის” ფარგლებში, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, აქტიურად ვიწყებთ ზოგად განათლებაში, სასკოლო განათლებაში და განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების შემოტანას და დაწყებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის საგნებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროფესიული განათლება, რაც მათ სკოლის ატესტატთან ერთად სრულ შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეთ დიპლომი და მოხვდნენ შრომის ბაზარზე", - დასძინა ამილახვარმა.

განათლების მინისტრის თქმით, 2024 წლისთვის 50 სკოლა შეირჩევა, სადაც პროფესიული განათლება დაიწყება.

"2024 წლისთვის დაგეგმილია 50 სკოლის შერჩევა, სადაც პროფესიული განათლების პროცესი დაიწყება, რასაკვირველია, ეს მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და გაიზრდება სკოლების რაოდენობაც. აღნიშნულ რეგიონებში ის პროგრამები დაინერგება, რომელიც არსებულ რეგიონშია მოთხოვნადი და რომელიც იქაურ მდებარეობას ესაჭიროება", - აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმაზე, რომელზე დეტალურ პრეზენტაციასაც სამინისტრო დეკემბერში წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები