მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლისთვის საექსპორტო ქვეყნების დამატება იგეგმება - „ექიმის ბიო-მარანის“ გეგმები

ექიმის ბიო-მარანი

„ექიმის ბიო-მარანის“ ღვინოები ექსპორტზე ბრიტანეთში გადის. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ მარნის დამფუძნებელმა, მარინა კაკიაშვილი-რუაძემ განაცხადა.

„ჩვენი ღვინოები ექსპორტზე უკვე 2022 წლიდან გადის იაპონიაში, მცირე რაოდენობით გავიდა ჰონკოგში. ახლა უკვე რამდენიმე დღეში გავალთ დიდ ბრიტანეთში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკელ ექსპორტიორებთან“, - აღნიშნა მარინა კაკიაშვილი-რუაძემ.

მისივე თქმით, 2024 წლისთვის კიდევ 2 ახალი საექსპორტო ქვეყნის დამატება იგეგმება, რომელთა შორისაც არის დანია.

მარინა კაკიაშვილი-რუაძის თქმით, იმდენად მცირე რაოდენობით აწარმოებენ ღვინოებს, რომ „ექიმის ბიო-მარანი“ ძირითადად საექსპორტო ბაზრებს ამარაგებს. ამასთან, საექსპორტო ღვინის ფასები, 12 დოლარიდან იწყება.

„ექიმის ბიო-მარანი“ ახაშენის მიკროზონაში დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული, რომლის წლიური წარმადობა 3 000-4 000 ბოთლი ღვინოა. „ექიმის ბიო-მარანი“ 3 ჯიშის ყურძნისგან, 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს, ესენია: საფერავი ტრადიციული ქვევრის, საფერავი ევროპულად დაყენებული, ხიხვი, რქაწითელი და ხიხვისა და რქაწითელის კუპაჟი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები