ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ფისკალური მდგრადობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი გადააჭარბებს 1.9 მლრდ ლარს, რაც 1.1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში.
„ვალის მართვის სტრატეგიული მიზნებია, მთავრობის ვალის შემცირება, ლარში ვალის წილის ზრდა მთავრობის მთლიან ვალში, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა. წელს უკვე ყოველწლიურად ვამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2024 წელს ჩამოცდება მშპ-ს 50%-ს.
განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რის შემდგომაც მოხდება რისკების ზრდის ნაცვლად, ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საწარმოების ფორმირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა