მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025-ის 4 თვეში ქართულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს - 19 ბანკიდან 13 მოგებაზეა

ბანკები

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის პირველი ოთხი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 1 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-აპრილში 13 მოგებაზე იყო, 6-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.

სტატისტიკის თანახმად, მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ "საქართველოს ბანკი" იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-აპრილში 520 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44.7 მილიონით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი. მოგებით მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 385 მილიონი ლარით, რაც წლიურად 37.6 მილიონით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი "ლიბერთი ბანკი" იკავებს 40.4 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 26%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი "ვითიბი ბანკს" აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს. ბანკმა იანვარ-აპრილში 35.6 მილიონი ლარით იზარალა. ასევე ზარალზე არიან "სილქ" ბანკი", "პეივ ბანკი", "ჰეშ ბანკი" და "პეისერა" ბანკი.

# ბანკი მოგება 2025 წლის 4 თვეში მოგების ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
1 საქართველოს ბანკი 520 მილიონი ლარი; 9%
2 თი–ბი–სი ბანკი 385 მილიონი ლარი; 11%
3 ლიბერთი ბანკი 40 მილიონი ლარი; 26%
4 ბაზის ბანკი 31 მილიონი ლარი; 28%
5 კრედო ბანკი 24 მილიონი ლარი; 119%
6 ქართუ ბანკი 15 მილიონი ლარი; 20%
7 პროკრედიტ ბანკი 10 მილიონი ლარი; -22%
8 ტერაბანკი 8 მილიონი ლარი; -10%
9 ხალიკ ბანკი 5 მილიონი ლარი; -21%
10 იშ ბანკ 5 მილიონი ლარი; -6%
11 მიკრობანკი კრისტალი 5 მილიონი ლარი; ბანკმა საქმიანობა წელს დაიწყო
12 ზირაათ ბანკი 2 მილიონი ლარი; 16%
13 მიკრობანკი ემბისი 0.8 მილიონი ლარი; ბანკმა საქმიანობა წელს დაიწყო
14 პეივბანკი -0.1 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 0.1 მლნ
15 პეისერა -0.2 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 0.5 მლნ
16 პაშაბანკი -0.2 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება 2.6 მლნ
17 ჰეშბანკი -3.0 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 1 მლნ
18 სილქ ბანკი -7.0 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 2.5 მლნ
19 ვი–თი–ბი ბანკი -35.6 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 0.07 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები