მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„2025 მოწესრიგებული ტურიზმის წელი იყო“ – „KA ჯგუფი“ ტურიზმის ტენდენციებსა და მოლოდინებზე

ირაკლი ჭიღლაძე

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია „KA ჯგუფში“ 2025 წელს დადებითად აფასებენ.

კომპანიის დამფუძნებელ ირაკლი ჭიღლაძის შეფასებით, მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული გამოწვევებისა და ასევე, ივნისში ისრაელ-ირანის კონფლიქტის გავლენისა, ტურიზმის სექტორმა სტაბილურობა შეინარჩუნა.

KA Group-ი ბაზარზე 2018 წლიდანაა და დღემდე, კომპანიას 27 სასტუმროს გახსნის, მართვის ან ქონსალთინგ სერვისებით თანამშრომლობის პრაქტიკა აქვს. ამჟამად, KA Group-ი საქართველოსა და სომხეთში სასტუმროების მართვის სფეროში ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა. კერძოდ, მენეჯმენტკომპანია საქართველოში [თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში] 5 სასტუმროს მართავს, ასევე, კომპანიის მართვაშია კურორტ საირმეში Sairme Hotels & Resortt; 2025 წლიდან კი კომპანია სომხეთის დედაქალაქ ერევანში 4 სასტუმროს მმართველიცაა.

როგორც BMG-ის გადაცემა წერტილში“ სტუმრობისას ირაკლი ჭიღლაძემ აღნიშნა, კომპანიამ 2025 წელი, 2024 წელთან შედარებით, 15%-იანი ზრდით დაგეგმა, რაც შეასრულეს.

მისივე ინფორმაციით, თბილისის სასტუმროებში დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით, 58%-ის ფარგლებში მერყეობდა.

მოწესრიგებული ტურიზმი“ - ასე დაახასიათა 2025 წელი ირაკლი ჩიხლაძემ, რაც ახსნა ბაზრების დივერსიფიკაციით.

„KA ჯგუფის“ მართვაში არსებულმა სასტუმროებმა 2025 წელს ათეულობით ქვეყნის სტუმარს უმასპინძლეს (მაგალითად, სასტუმრო ასტორიამ“ - 68 ქვეყნიდან, ხოლო კურორტმა საირმემ - 54 ქვეყნიდან).

რაც შეეხება ტურისტების გეოგრაფიას, ირაკლი ჭიღლაძის დაკვირვებით, „KA ჯგუფის“ სასტუმროებში აქტიურობდნენ სტუმრები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან; ასევე, ცენტრალური აზიიდან [ყაზახეთი და უზბეკეთი].

ირაკლი ჭიღლაძის თქმით, თუ ადრე ჩინეთიდან და ინდოეთიდან ტურისტების ნაკადები მხოლოდ თბილისსა და ბათუმში კონცენტრირდებოდა, წელს მათ სხვა რეგიონებიც აითვისეს, განსაკუთრებით გუდაურისა და ყაზბეგის მიმართულებები.

რაც შეეხება ევროპელი ტურისტების წილს „KA ჯგუფის“ სასტუმროებში, ირაკლი ჭიღლაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის შემდგომ, მათი წილი ქვეყანაშიც შემცირდა, თუმცა რაოდენობრივად ტრადიციული ბაზრებიდან (გერმანია, ესპანეთი, იტალია) ნაკადები კვლავ ნარჩუნდება.

„KA ჯგუფში“ 2026 წელს ოპტიმისტურად უყურებენ. წლის ბოლოს დაფიქსირებული მაღალი აქტივობა და ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია იძლევა საფუძველს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო ტურებით დატვირთული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ და იქვე დასძინა, რომ პოზიტიურ მოლოდინს გუდაური სასტუმროებში ჯავშნების უკვე არსებული მაჩვენებელიც უჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები