სახანძრო უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სერვისის მიმწოდებელი კომპანია Jetex-ის დირექტორმა რევაზ მესხმა „საქმიან დილაში“ მიმდინარე წლის ექვსი თვე შეაფასა. მისი თქმით, 2025 წელი საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, ბევრად უკეთესი იქნება.
როგორც ის გადაცემაში სტუმრობისას განმარტავს, Jetex-ის სერვისებზე მოთხოვნა ძირითადად აპრილიდან გააქტიურდა, რის ერთ-ერთ მიზეზად "ექსპო ჯორჯიაში" გამოფენას ასახელებს.
„საინტერესო 6 თვე გამოგვივიდა, წლის დასაწყისი ისეთი აქტიური არ იყო, მაგრამ აპრილიდან ჩვენი სერვისების მოთხოვნა გააქტიურდა. საკმაოდ დიდი გავლენა იქონია [ექსპო ჯორჯიაში] გამოფენამ“, - განაცხადა რევაზ მესხმა.
რაც შეხება სიახლეებს, იგი ამბობს, რომ მათთვის ყველაზე საამაყო ამბავია საწარმოს გადაიარაღების პროცესი, ანუ ტექნიკური განახლების მასშტაბური ინიციატივა, რომელიც მისი თქმით, Jetex-ს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გააძლიეროს წარმოების მოცულობა და ეფექტიანობა გაზარდოს.
„საწარმოს გადაიარაღების პროცესი, რომელიც დასრულების ეტაპზეა, საშუალებას მოგვცემს ჩვენი წარმადობა მინიმუმ 10-ჯერ გავზარდოთ“, - განმარტავს იგი.
მან ასევე სომხეთის ბაზარზე ისაუბრა და განმარტა, რომ იქ გაფართოების მიზნით, გადაწყვიტეს „ჯეტექს არმენია“ გაეხსნათ, რომელიც იქნება ცალკე კომპანია, ადგილზე იქნება დაფუძნებული და განვითარებას დამოუკიდებლად დაიწყებს.
ცნობისთვის: Jetex-ი ISO სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ბაზარს სახანძრო უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სრულ სერვისებს სთავაზობს. Jetex-ის გუნდი, ქართველი და უცხოელი კვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ტექნოლოგიური სიახლეების მიხედვით მუდმივ გადამზადებას გადიან, რადგან კომპანია ორიენტირებულია მომსახურების მაღალ ხარისხზე, შესაბამისად ისინი თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან და სწორედ მათი პროდუქციით უზრუნველყოფენ თითოეული პროექტის საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამის მომსახურებას.




























