რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში დამატებით 4,900 კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლეს. სიცხადისთვის, ეს ქვეყნის ტერიტორიებს 0.8%-ია. პუტინმა მიღწეულ შედეგებზე საკუთარი დაბადების დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, რუსული არმიის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან ისაუბრა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ყველა ფრონტზე იხევს უკან, სტრატეგიული ინიციატივა კი კვლავ რუსული მხარის ხელშია.
პუტინის სიტყვებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, ვალერი გერასიმოვი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ რუსეთი რამდენიმე მნიშვნელოვან რეგიონში, მათ შორის დონეცკში, სუმში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში წინ მიიწევს. ჩრდილოეთ უკრაინაში კი ბუფერული ზონების შექმნა მოხერხდა.
რუსეთის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის გამოსვლებს უკრაინაში უკვე გამოეხმაურნენ. ოფიციალური კიევის ცნობით, პუტინის შეფასება გადაჭარბებულია, ის ტერიტორიული წინსვლა კი, რომელსაც რუსეთმა წლის დასაწყისიდან დღემდე მიაღწია, ვერცერთ მნიშვნელოვან ქალაქს ვერ მოიცავს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე რუსეთის 281,000 ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.




























