დღეს, ბათუმის საკრებულომ 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის მოცულობა 500 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის სასტარტო ბიუჯეტზე 118 მილიონი ლარით მეტია.
პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული შემდეგია:
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 266 მილიონ 36 ათას 600 ლარი
• ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 29 მილიონ 327 ათას 500 ლარი
• განათლება - 50 მილიონ 584 ათას 100 ლარი
• კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 32 მილიონ 163 ათას 700 ლარი
• ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 42 მილიონ 462 ათას 400 ლარი
• მუნიციპალური სერვისების განვითარება - 14 მილიონ 207 ათას 600 ლარი
• ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 818 ათას 600 ლარი
ამასთან, შემოსულობები - 455 მილიონი ლარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი - 132 მილიონ 341 ათასი ლარი, ხოლო სპეციალური ტრანსფერი - 99 მილიონ 659 ათასი ლარი.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში გათვალისწინებულია:
• საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა
• გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობა
• გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა
• საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისღონისძიებები
ამასთან, 2025 წელს ბათუმში 27 ქუჩის, ჩიხისა და ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება; გათვალისწინებულია 5 ახალი გზის მშენებლობა; 20 ახალი სკვერი მოეწყობა; კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით გაიზარდა პროგრამების დაფინანსება.