მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს ბაზრებსა და ბაზრობებზე ყოველდღიურად საშუალოდ 36.1 ათასი ადამიანი ვაჭრობდა - საქსტატი

ვაჭრობა

2025 წელს საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე ყოველდღიურად საშუალოდ 36.1 ათასი მოვაჭრე საქმიანობდა ამის შესახებ საქსტატის კვლევაშია ნათქვამი.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 2.7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით არ შეცვლილა. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე 46.5 ათასი სავაჭრო ადგილი იყო, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში დასაქმებულთა 32.6% ქალი იყო. დასაქმების ყველაზე დიდი წილი კი თბილისზე მოდიოდა - დედაქალაქში სექტორში დასაქმებულთა თითქმის ნახევარი, 48.1% იყო თავმოყრილი.

საქსტატის მონაცემებით, ბაზრების ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა - 2025 წელს ყოველდღიური ვაჭრობა 153 ბაზარში მიმდინარეობდა. 23 ბაზარში ვაჭრობა მხოლოდ კვირაობით იყო ორგანიზებული, ხოლო დანარჩენ ობიექტებში მოვაჭრეები კვირის სხვადასხვა დღეებში ერთიდან ოთხ დღემდე გრაფიკით მუშაობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები